ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 23:14 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
12°C clear sky

აშშ მოუწოდებს ზელენსკის, გამოავლინოს მზადყოფნა პუტინთან მოლაპარაკებისთვის – The Washington Post

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პირადად მოუწოდებს უკრაინის ლიდერებს, გამოაცხადონ მზადყოფნა რუსეთთან მოლაპარაკებისთვის. ამის შესახებ The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერს.

შეერთებული შტატები, სხვა საკითხებთან ერთად, სთხოვს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თავი შეიკავოს საჯაროდ უარის თქმისგან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, სანამ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაშია.

გამოცემის თანახმად, ეს მიზნად ისახავს არა უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას, არამედ იმ ქვეყნების მხარდაჭერის უზრუნველყოფას, რომელთა მოქალაქეებს შეიძლება წლების განმავლობაში აწუხებდეთ ომის პერსპექტივა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები იზიარებენ უკრაინელი კოლეგების შეფასებას, რომ პუტინი ახლა სერიოზულად არ არის განწყობილი მოლაპარაკებებში, ისინი აღიარებენ, რომ ზელენსკის მასთან მოლაპარაკებების აკრძალვამ გამოიწვია უხერხულობა ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ნაწილებში, სადაც ომის დამანგრეველი გავლენა სურსათისა და საწვავის ხელმისაწვდომობასა და ღირებულებაზე ყველაზე მწვავედ იგრძნობა“, – წერს გამოცემა.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს არასრულად ადეკვატურ ადამიანად და თავისი არსით ტერორისტად მიიჩნევს, რომელთანაც შეუძლებელია მოლაპარაკება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები