ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 2, 2025 15:08 საათი

თბილისი

Jun 2 - Mon
Tbilisi, GE
25°C clear sky

აშშ მზად არის განიხილოს რუსეთთან უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ნატოში არმიღების პირობა – კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, ამერიკული მხარე მზად არის რუსეთთან უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნატოში არშესვლის საკითხი განიხილოს.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს საკუთარ საზღვრებთან ნატოს გაფართოების საკითხი აშფოთებს.

„ეს საკმაოდ დასაბუთებული შეშფოთებაა. ამ საკითხს რუსეთი ყოველთვის წამოჭრის. ისინი საუბრობენ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ მათ ვეუბნებით; „კეთილი, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ნატოს გაფართოების საკითხი თქვენს საზღვრებამდე. ეს უსაფრთხოების სფეროში მათ ინტერესს წარმოადგენს“, – თქვა კელოგმა.

ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანება ნატოში დღის წესრიგში არ დგას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის