აშშ-ში ბოლო 40 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, მაღალი მაჩვენებელია გერმანიასა და თურქეთშიც, – ამის შესახებ ექსპერტმა, ქართულ მედიას განუცხადა.
„ამ ომამდეც, აშშ-ში ინფლაცია საკმაოდ მაღალი იყო, ასევე მაღალი იყო გერმანიასა და ჩვენს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორ თურქეთშიც. ამიტომ ამას საქართველოც ვერ ასცდა, მაგრამ ვფიქრობ, ის პოლიტიკა, რომელიც შემუშავებული აქვს ხელისუფლებას და საკმაოდ წარმატებულიც იყო ანტიკრიზისული ზომების სახით, გვაძლევს გარკვეულ შედგეს, რომ ეს გამოწვევა მაქსიმალურად ამორტიზებული იყოს და მოსახლეობამ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი განიცადოს“, – განაცხადა სოსო არჩვეძემ.