ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 17:22 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
26°C clear sky

აშშ-ში რუსეთის ელჩი – დასავლეთი კაცობრიობას ბირთვულ არმაგედონთან აახლოებს

დასავლურმა ქვეყნებმა, აშშ-ის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტეს, კაცობრიობა ბირთვული არმაგედონის ზღვარზე მიიყვანონ, – ასე გამოეხმაურა აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომ გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალა, რომლის მიწოდებასაც გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის გეგმავს, სტანდარტული ტიპის იარაღია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება.

„ამგვარ სისულელეებზე კომენტარი ნამდვილად რთულია. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, თავიანთი უპასუხისმგებლო განცხადებებით ახალ დაბალ დონეს მიაღწიეს. უკრაინაში ლეტალური იარაღის უწყვეტი ნაკადია, რომელიც გამოიყენება მშვიდობიანი მოსახლეობის, საცხოვრებელი უბნების, სკოლების, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების გასანადგურებლად,“ – განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, „როგორც ჩანს, დასავლეთმა, ვაშინგტონის მეთაურობით, გადაწყვიტა კაცობრიობის სახიფათო ხაზამდე მიყვანა, რომლის მიღმა ბირთვული არმაგედონი სულ უფრო მკაფიოდ ჩნდება“.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები