აშშ-ში ძლიერი ყინვა მძვინვარებს, შტატების უმეტესობაში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას და ძლიერ არქტიკულ ქარს ელოდებიან, – ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ცნობით, აშშ-ში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, რამაც 200 მილიონი ადამიანის ყოველდღიურობაზე მოახდინა გავლენა. ძლიერ ყინვას ქვეყანაში სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ამავე ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს არ მიწოდება. უამინდობის გამო 5 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.
აშშ-ის ეროვნული მეტეობიუროს პროგნოზით, ზოგიერთ შტატში უახლოეს დღეებში ტემპერატურული ანტირეკორდები დაფიქსირდება.