ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებს ცდილობს, თუმცა, რეალურად, მისი მიზანი ირანის დაჩოქებაა.
„ტრამპი ამბობს, რომ სურს მოლაპარაკება, მაგრამ ამავე დროს, ის ხელს აწერს და აცხადებს ყველა შესაძლო შეთქმულებას, რათა ისლამური რევოლუცია დააჩოქოს. აშშ თუ გულწრფელი იყო მოლაპარაკებების საკითხში, რატომ დაგვიწესეს სანქციები?“, – აცხადებს
მისივე თქმით, თეირანი „არ ისწრაფვის ომისკენ, მაგრამ არ დაემორჩილება უცხოურ ზეწოლას“.
მან გააკრიტიკა აშშ-ის ბრალდებები, რომ ირანი ახდენს რეგიონის დესტაბილიზაციას.
„ისრაელი, ამერიკის მხარდაჭერით, არის საფრთხის რეალური წყარო, რომელიც ბომბავს უდანაშაულო ადამიანებს ღაზაში, ლიბანში, სირიაში, ირანში და სადაც უნდა“, – დასძინა ირანის პრეზიდენტმა.