ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 16:06 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
25°C clear sky

„ათას ოცჯერ ვთქვი, რომ უკრაინაში ომს არ ვგეგმავთ, ბელარუსებისთვის გენეტიკურ დონეზე მიუღებელია ომი“ – ლუკაშენკო

„ათას ოცჯერ ვთქვი, რომ უკრაინაში ომს არ ვგეგმავთ, ბელარუსებისთვის გენეტიკურ დონეზე მიუღებელია ომი“ – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ინფორმაციულ სფეროსა და მედიის ქმედებებთან დაკავშირებულ დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ უკრაინა ბელარუსის წინააღმდეგ თავად დაიწყებს საბრძოლო მოქმედებებს.

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნიდან „გაქცეული ოპოზიცია“ და მისი მხარდამჭერები ბელარუსების ემოციებით თამაშობენ, როცა აცხადებენ, რომ ბელარუსი უკრაინასთან ომში ჩართვას აპირებს.

„ათას ოცჯერ ვთქვი, უკრაინაში ბრძოლა ჩვენს გეგმებში არ შედის. ახლა ეს ცხელი თემაა. ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია. ახლა მათ ამაზე დაიწყეს ჩაჭიდება და ჩვენ წყნარად უნდა ვუპასუხოთ”, – განაცხადა მან.

ამასთან, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში ბრძოლისთვის მოხალისეთა ჯგუფებს ქმნიან და უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობაში ოპოზიციონერები თავად დაადანაშაულა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები