ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 17:09 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

Axios: ბაიდენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას მომავალი კვირის ბოლომდე აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა მომავალი კვირის ბოლომდე სურს, იუწყება Axios-ი.

ამავდროულად, გამოცემის მტკიცებით, ბაიდენი ცდილობს ირანი და „ჰეზბოლა“ დაარწმუნოს, რომ ისრაელს თავს არ დაესხან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეთანხმების მიღწევას შეუძლებელს გახდის.

ბაიდენი და მისი მრჩევლები თვლიან, რომ ისინი შეთანხმებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს. ამ შეთანხმებას შეუძლია გაათავისუფლოს „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ადამიანები, მათ შორის ამერიკის მოქალაქეები და დაასრულოს 10-თვიანი ომი, რომლის შედეგადაც 1 600 ებრაელი და 40 ათასი პალესტინელი დაიღუპა.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი 15 აგვისტოს გაიმართა. როგორც Axios-ი წერს, მოლაპარაკებებზე ამერიკულმა მხარემ ისრაელსა და „ჰამასს“ წინადადებათა ახალი პაკეტი შესთავაზა, რომელიც არსებულ უთანხმოებას აღმოფხვრის.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები