ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 9, 2025 22:39 საათი

თბილისი

Sep 9 - Tue
Tbilisi, GE
24°C overcast clouds

„აზოვსტალიდან“ გამოყვანილ უკრაინელ მებრძოლებს შორის მაღალი რანგის მეთაურები არ არიან“ – რუსული მედია

„აზოვსტალის“ ქარხნიდან გამოყვანილებს შორის არ არიან უკრაინელი ბოევიკების მაღალი რანგის მეთაურები. ამის შესახებ დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის მეთაურმა დენის პუშილინმა განაცხადა.

„ამჟამად უმაღლესი რანგის მეთაურები არ გამოსულან „აზოვსტალიდან“, მაგრამ ეს ჯერჯერობით“, – განაცხადა პუშილინმა.

როგორც დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა დასძინა, მარიუპოლის ქარხანაში ჩაბარებული უკრაინელი ბოევიკების ბედს სასამართლო გადაწყვეტს. ერთი დღით ადრე კი, რუსეთის სახელმწიფო დუმამ წარმოადგინა კანონი, რომელიც „კრძალავს ნაცისტური დამნაშავეების გაცვლას“.

რუსული მხარის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხანა 959-მა უკრაინელმა მებრძოლა დატოვა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის