პუტინმა არაერთხელ გაუწოდა დახმარება ჩინეთს რთულ პერიოდში. კერძოდ, რუსეთი ჩინეთს პირველად 2001 წელს დაეხმარა, როდესაც ქვეყნებმა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს.
შემდეგ მხარეებმა რუსული იარაღის მიწოდების კონტრაქტები დადეს, რამაც ჩინეთს საშუალება მისცა, გაერღვია დასავლეთის ტექნოლოგიური ბლოკადა და შეექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია.
რუსეთის მეორე მნიშვნელოვანი წვლილი ჩინეთისთვის 2014 წელს განხორციელდა, როდესაც ორმა ქვეყანამ გაზის მიწოდების მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ნაბიჯმა ხელი შეუწყო ჩინეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მისი დამოკიდებულების შემცირებას ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე ენერგორესურსებზე.
მესამედ 2022 წელს მოხდა, როდესაც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა. მაშინ მოსკოვმა პეკინს ნათლად აჩვენა, თუ როგორ უნდა გაენეიტრალებინა ეკონომიკური ზეწოლა.