ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 4, 2022 20:57 საათი

თბილისი

ოქტ 4 - სამ
Tbilisi, GE
21°C clear sky

ბელარუსში ამბობენ, რომ მობილიზაცია არ სჭირდებათ, რადგან უკვე მობილიზებულები არიან

ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანი ალექსანდრ ვოლფოვიჩი, რომელიც ახლა მოსკოვში იმყოფება, დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში არსებული ხელისუფლება მობილიზაციას არ გამოაცხადებს.

მისივე თქმით, ბელორუსები უკვე მობილიზებული არიან.

„მობილიზაცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ბელარუსის ხალხი და ქვეყანა უკვე მობილიზებულია“, – განაცხადა ვოლფოვიჩმა

ვოლფოვიჩი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, დღეს რუსეთის ფედერაციაში სამობილიზაციო სამუშაოები დაიწყება და სავარაუდოდ, გაწვევას მხოლოდ რეზერვში მყოფი სამხედროები დაექვემდებარებიან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები