ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 9 000 რუსი ჯარისკაცი განლაგდება ბელორუსიაში მისი საზღვრების დასაცავად, როგორც ძალების „რეგიონული დაჯგუფების“ ნაწილი.
თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვალერი რევენკომ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსი ჯარისკაცების პირველი ნაკადი უკვე ჩადის ქვეყანაში. მისი თქმით, მათ გადაადგილებას რამდენიმე დღე დასჭირდება.
მანამდე, ბელორუსიის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ჯარები რუსულ ძალებთან ერთად განლაგდებიან უკრაინის საზღვართან, უკრაინიდან და დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეების გამო.