ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 15:39 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

ბენიამინ ნეთანიაჰუ მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი შეასრულოს, თუ ამას სთხოვენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში, თუ ამას ორივე ქვეყანა და შეერთებული შტატები სთხოვენ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით შუამავლობა მას გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სთხოვეს, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან იმ დროს ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იყო და არა პრემიერ-მინისტრი.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის ახლა მზად არის განიხილოს შუამავლის როლი, მაგრამ ამისათვის უნდა არსებობდეს „შესაფერისი დრო და შესაფერისი გარემოებები“.

„თუ ყველა შესაბამისი მხარე მთხოვს, აუცილებლად განვიხილავ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები