ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 23, 2024 03:15 საათი

თბილისი

Nov 23 - Sat
Tbilisi, GE
9°C clear sky

ბექა ოდიშარია ნინო ლომჯარიას: ბოლო დროს დაკავებული ხართ ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვით

„თქვენც იცით, როგორი ურთიერთობების ფორმა გვქონდა ჩვენ მანამდე, ვიდრე თქვენ ასრულებდით კეთილსინდისიერად იმ საპატიო მოვალეობას, რასაც სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი არეგულირებს. ომბუდსმენი არ უნდა იყოს პროსახელისუფლებო, მაგრამ მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ომბუდსმენი უნდა იყოს  ობიექტური და უნდა იყოს ყველას ომბუდსმენი“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა ოდიშარიამ  სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელმაც  ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის  ანგარიში გააცნო დეპუტატებს.

ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველის რამდენიმე აქცენტს უპასუხა.

„ზუსტად მახსოვს, რამდენიმე თვეში მოხდა თქვენი პოლიტიკური ტრანსფორმაცია. სამწუხაროა, რომ თქვენი პოლიტიკური განცხადებების 99% აბსოლუტურ უნისონშია რადიკალურ ოპოზიციის დღის წესრიგთან.  დამიჯერეთ, არა მარტო მმართველ ძალას აკვირვებს თქვენი ასეთი ტიპის დევიაცია, არამედ საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა ამის მოლოდინი. მაშინ ძალიან გვაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭირეთ. მე ახლაც არ ვნანობ, რადგან სწორედ ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე პირის ერთ მხარეს ხელოვნური გადაქაჩვა, არა მგონია, რომ თქვენ სიკეთეს გმატებდეთ“, – მიმართა სახალხო დამცველს ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, სამწუხაროა, თუ  სახალხო დამცველი ვერ ხედავს, რას აკეთებს პარლამენტი,  ევროკავშირის ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით,  ვერ ამჩნევს , რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფები აღნიშნულ საკითხზე სამუშაოდ.

„ბოლო დროს დაკავებული ხართ ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები