ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 24, 2024 21:57 საათი

თბილისი

აპრ 24 - ოთხ
Tbilisi, GE
17°C clear sky

„ბევრი მაქვს სალაპარაკო, ბევრი რამე მეც ვიცი“ – დავით სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმის, დავით სააკაშვილის განცხადებით, მან ბევრი რამე იცის იმის შესახებ თუ ვინ უღალატა მიხეილს სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თუმცა, დავით სააკაშვილის განცხადებით, ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს, რადგან ახლა პრიორიტეტი მისი ძმის ჯანმრთელობაა.

„ბევრი მაქვს სალაპარაკო, ბევრი რამე მეც ვიცი, იმიტომ, რომ მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვსაქმიანობდი უკრაინაში და ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს საუბრები, გადაწყვეტილებების მიღებები. შეიძლება ბევრი რაღაც მეც ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე ახლა მთავარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მისი ჯანმრთელობის შენარჩუნება.

მიშა სრულიად ჯანმრთელი შევიდა საპატიმროში და ახლა გვაქვს მოცემულობა, გვაქვს საქმე ადამიანთან, რომელსაც დაკლებული აქვს 40-50 კგ, მისი ჯანმრთელობა არის ძალიან შერყეული და ასე ვთქვათ, მისის სიცოცხლე არის საფრთხეში. შესაბამისად, საუბარი იმაზე, კონკრეტული გვარები და სახელები, ჯერჯერობით ადრეა, თორემ, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს გავცემ პასუხს, მოვიკლევ კიდეც. მოვა დრო, ყველაფერს დაერქმევა კონკრეტულად თავის სახელი და არა ასე ზოგადად“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ცნობისთვის, „TV პირველის“ ეთერში, ელგუჯა ცომაიამ, კაცმა, რომელმაც სააკაშვილი საქართველოში შემოიყვანა, განაცხადა, რომ ფოთის პორტში მიხეილ სააკაშვილს ადამიანი უნდა დახვედროდა და მასთან ერთად გაეგრძელებინა გზა, თუმცა სააკაშვილს არავინ არ დახვდა და სახლში წაყვანა ცომაიას სთხოვა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები