ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 12, 2025 20:36 საათი

თბილისი

Apr 12 - Sat
Tbilisi, GE
5°C broken clouds

ბირთვული იარაღი მზადაა, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება – დმიტრი მედვედევი

„თუ მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინა თავისი კონტრშეტევით დაიკავებს რუსეთის ტერიტორიას, სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებას ალტერნატივა არ ექნება“, – ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება და დაიკავებს მოსკოვის ტერიტორიას, რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.

„უბრალოდ ბირთვული იარაღის გამოყენების გარდა სხვა გამოსავალი არ იქნება, თუ უკრაინა შეტევებით რუსეთის ტერიტორიას აიღებს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ნატოს მიერ მხარდაჭერილი შეტევა წარმატებული გამოდგა და მათ წაგვართვეს ჩვენი მიწის ნაწილი: მაშინ ჩვენ მოგვიწევს გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი. ამიტომ ჩვენმა მტრებმა უნდა სცენ პატივი ჩვენს მეომრებს. ისინი იცავენ გლობალური ბირთვული ცეცხლის გაღვივებისგან“, – აცხადებს მედვედევი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის