ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 21:42 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

„ბორის ჯონსონი – რუსეთის აგენტი“ – რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანულმა ჟურნალმა „სპექთეითორმა“ (The Spectator) დაბეჭდა სტატია სათაურით – „ბორის ჯონსონი – რუსეთის აგენტი?“ (ავტორი – ლოიდ ევანსი), რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ დასდეს ბრალი ინგლისელმა პარლამენტარებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რუსეთის აგენტობაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს:

„იმ დროს, როცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საზღვარგარეთ ვიზიტით იმყოფებოდა, მის ნაცვლად დეპუტატებთან შეხვედრაზე და მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად პრემიერის მოადგილე დომენიკ რააბი მივიდა.

არის თუ არა ბორის ჯონსონი რუსეთის აგენტი? – ეს საკმაოდ უცნაური კითხვა თემთა პალატის წევრების მიერ შედგენილ კითხვების სიაში ერთ-ერთი მთავარი იყო. ეს კითხვა დასვა დეპუტატმა ანჯელა რეინერმა, რომელიც ბორის ჯონსონის მეგობარს – ევგენი ლებედევს ეხებოდა და რომელსაც, უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა პერის ტიტული მიანიჭა. დეპუტატმა გაიხსენა ევგენი ლებედევის („კაგებეს“ ოფიცრის შვილის) და ბორის ჯონსონის შეხვედრა 2020 წელს ლონდონში. „შეხვედრის დეტალები არასდროს არ გამჟღავნებულა“, – განაცხადა მან და ჩამოთვალა ისეთი დეტალები, რომელიც არავინ იცოდა. „მენიუში შამპანური და ხიზილალაც იყო“, – აღნიშნა ანჯელა რეინერმა.

დომენიკ რააბმა გაგონებისთანავე ანჯელა რეინერის ნათქვამი სისულელედ შეაფასა: „რასაც თქვენ აცხადებთ, მონაჩმახია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ.

როგორ გაიგო დეპუტატმა ეს დეტალები? განა ყველაფერი საიდუმლოდ არ მოხდა? ან იქნებ მან მოიტყუა, რომ პრემიერ-მინისტრი გაეშავებინა? ეს ხომ უწესობაა. მაგრამ სპიკერ ლინდსი ჰოილს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია, იგი იმით იყო დაკავებული, რომ დარბაზში კიდევ დაენახა კრიტიკოსები, რომლებიც მზად იყვნენ დომენიკ რააბთან საკამათოდ. მისი ყურადღება კონსერვატორებისადმი იყო მიპყრობილი, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად იყვნენ განწყობილნი „ბუნტისათვის“.

„თუ თქვენ შეკამათება გსურთ“, – თქვა ლინდსი ჰოილმა და მათ სპიკერის უფლება შეახსენა, „ბუნტისთავების“ დარბაზიდან გაძევების თაობაზე, – “მაშინ გარეთ გაბრძანდით და იქ იკამათეთ“. ეს ისე გამოუვიდა, თითქოსდა, მან პარლამენტის წევრებს შესთავაზა, წადით და ავტოსადგომზე იჩხუბეთო. ცხადია, ასეთი რამ პარლამენტის სპიკერის მხრიდან მაინცდამაინც მოსაწონი არ არის.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები