ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 04:26 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
12°C broken clouds

ბორის ჯონსონმა შვებულება შეწყვიტა და დიდ ბრიტანეთში გაფრინდა – Reuters

ბორის ჯონსონმა შვებულება შეწყვიტა და დიდ ბრიტანეთში გაფრინდა. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ჯონსონი პრემიერის პოსტზე დაბრუნებისთვის იბრძოლებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბორის ჯონსონი შვებულებას ოჯახთან ერთად კარიბებზე ატარებდა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს ოფიციალური განცხადება პოსტზე დაბრუნების შესახებ არ გაუკეთებია,  თუმცა უკვე მოიპოვა ათობით კონსერვატიული დეპუტატის მხარდაჭერა. თუმცა, პრემიერმინისტრის ასარჩევად კანდიდატმა თემთა პალატაში კონსერვატიული პარტიის წევრების მინიმუმ 100 ხმა უნდა მოიპოვოს.

კონსერვატიული პარტიის მომავალ ლიდერად და პრემიერმინისტრად ჯონსონის გარდა აქტიურად კიდევ ორი კანდიდატი განიხილება: პენი მორდონტი და რიში სუნაკი.

ჯონსონის მთავრობაში დაბრუნების პერსპექტივა ბევრისთვის სადავო საკითხია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის