ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 20:54 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

ბრიტანეთი ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადადის – Financial Times

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საინფორმაციო კამპანიის დასაწყებად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, რათა წაახალისოს ბრიტანელები იმისთვის რომ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარონ.

Financial Times-ის ინფორმაციით, სუნაკის გეგმის მიხედვით ზოგიერთ ოჯახს შეუძლია დაზოგოს 500 ფუნტამდე წელიწადში თუკი ელექტრო მოწყობილობების გამოყენებას შეამცირებენ.

მთავრობა მიიჩნევს, რომ მარტივი ღონისძიებების დახმარებით, როგორიცაა ქვაბების და ელექტრომოწყობილობის გამორთვა დღის განმავლობაში, ქვეყანას შეუძლია ელექტროენერგიის დაზოგვა.

სხვა ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია, უკვე წამოიწყეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები ენერგიის დაზოგვის შესახებ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები