დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია იმით, რომ აშშ, საფრანგეთი და გერმანია უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი“ დათმობებისკენ უბიძგებს. ამის შესახებ The Times-ის ბრიტანული გამოცემა იუწყება.
დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტის, ბორის ჯონსონის თქმით, არსებობს შეშფოთება, რომ მოკავშირეები „ზედმეტად მონდომებულნი“ არიან „სწრაფი მშვიდობისთვის“.
მისი განცხადებით, ქვეყნებსშორისი კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც უკრაინა „ყველაზე ძლიერ პოზიციაზე“ იქნება.
საუბრისას, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთის მთავარსარდალი, ვლადიმერ პუტინი „მატყუარა და მოძალადეა“ და იგი მსგავს საუბრებს გამოიყენებს იმისათვის, რომ უკრაინა „დაღალოს და დათმობებზე წავიდეს“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 1 აპრილს, ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართება.