დიდი ბრიტანეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი სავარაუდოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება, რადგანაც მისმა ყველა კონკურენტმა ამ თანამდებობის დაკავებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სუნაკი პირველი ფერადკანიანი და სამხრეთ აზიელი გახდება დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. ოფიციალურად რიში სუნაკი პრემიერი მიმდინარე კვირაში გახდება.
სუნაკი უალტერნატივო მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობისთვის ხელახლა ბრძოლას არ აპირებს.
ახალი პრემიერის არჩევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ეს თანამდებობა 20 ოქტომბერს ლიზ ტრასმა დატოვა. გადადგომის მიზეზად ტრასმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები, ასევე საერთაშორისო არასტაბილურობა დაასახელა.