დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სადაზვერვო მონაცემები განაახლა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის განმეორებითი წარუმატებლობა და წარმატებული კონტრშეტევები უკრაინიდან ნიშნავს იმას, რომ მოსკოვმა თითქმის ვერ შეძლო დედაქალაქ კიევის ალყაში მოქცევა.
„კრემლის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი პოზიციების დაკარგვა აღიარა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ბრიტანეთის დაზვერვის პროგნოზით, დიდი ალბათობით, რუსეთი ახლა საბრძოლო ძალას აღმოსავლეთით მდებარე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებზე გადაიტანს.