ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 17:17 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
14°C clear sky

ბრიტანეთს არ აქვს უფლება უთხრას უკრაინას, როგორ დაასრულოს ომი რუსეთთან, ეს უკრაინელების გადასაწყვეტია – მელინდა სიმონსი

სიმონსის თქმით, უკრაინელი ხალხისა და ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ რა პირობებში სურთ უკრაინელებს ამ ომის დასრულება.

ამ კონტექსტში მელინდა სიმონსმა გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ ის დათმობაზე არ წავა.

„ეჭვგარეშეა, რომ ყველას სურს უკრაინაში ომი მალე დასრულდეს. უკრაინა ღირსეულად იცავს თავის სუვერენულ ტერიტორიას. ცხადია, უკრაინელების გადასაწყვეტია როდის იქნება შესაფერისი დრო ომის დასასრულებლად და რა გზით უნდათ მათ ამის გაკეთება“, – აცხადებს ბრიტანელი დიპლომატი.

„ბრიტანეთს არ აქვს უფლება უთხრას უკრაინას, როგორ დაასრულოს ომი რუსეთთან, ეს უკრაინელების გადასაწყვეტია,“ – ამის შესახებ უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მელინდა სიმონსმა განაცხადა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები