ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 29, 2025 02:17 საათი

თბილისი

Jan 29 - Wed
Tbilisi, GE
-1°C clear sky

ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა ზელენსკის სიტყვებს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრზე

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს, რომ მას ყოველ დილით შეუძლია მადლობა გადაუხადოს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს სამხედრო დახმარებისთვის.

მანამდე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ არის Amazon-ის სერვისი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებისთვის და ოფიციალურ კიევს შეუძლია გონივრულად მოიქცეს, რათა მის მხარდამჭერებს მადლიერება დაანახოს.

„ვფიქრობ, მან [ზელენსკიმ] ცოტაოდენი სარკაზმით უპასუხა. როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ყოველ დილით გაიღვიძებს და დაურეკავს ბენ უოლესს, რომ მადლობა გადაუხადოს… არ მგონია, რომ ეს სარკაზმი ჯანსაღი სარკაზმია“, – აღნიშნა ვადიმ პრისტაიკომ ტელეარხ Sky News-თან ინტერვიუში.

 

პრისტაიკომ დასძინა, რომ უკრაინამ არ უნდა აჩვენოს რუსეთს, რომ შეიძლება იყოს გაუგებრობები მასსა და პარტნიორებს შორის – „მტერმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა და პარტნიორები ერთად მუშაობენ“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის