ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, იმ ბულგარელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნას მხარი დაუჭირეს, „ომის წამქეზებლები“ უწოდა.
,,სამწუხაროდ, ომის წამქეზებლებმა პარლამენტში დიდი რაოდენობით გადაწყვიტეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება”, – განაცხადა რადევმა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე თვეში ბულგარელმა დეპუტატებმა, რუმენ რადევის სურვილის საწინააღმდეგოდ, უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას დაუჭირეს მხარი.