ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 19, 2025 21:38 საათი

თბილისი

Sep 19 - Fri
Tbilisi, GE
16°C light intensity shower rain

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების...

ჯეფრი საქსი: ზელენსკის უკრაინაში დიქტატურა აქვს, და არა ხალხის მხარდაჭერა

ამერიკელი პროფესორის, ჯეფრი საქსის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყანაში დიქტატურა აქვს და არა ხალხის მხარდაჭერა. ამერიკელმა პროფესორმა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან...

„ტაბულას“ რედაქტორი მნათეიუს სუთიძე აპროტესტებს, რომ „ტაბულა“ პროპაგანდის იარაღად და პარტიულ მედიად მოიხსენიეს

ტაბულა იყო და არის სრულიად დამოუკიდებელი როგორც ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, ისე ნებისმიერი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორის იმგვარი გავლენისგან, რომელიც წინააღმდეგობაში...

ის რაც ლოს-ანჯელესში ხდება, არა მშვიდობიანი მიტინგი, არამედ აჯანყების მცდელობის მიზნით მიმდინარე არეულობაა. პრეზიდენტი ტრამპი არ დაუშვებს, რომ ბრბომ იზეიმოს – კაროლინ ლევიტი

ის რაც ლოს-ანჯელესში ხდება, არა მშვიდობიანი მიტინგი, არამედ აჯანყების მცდელობის მიზნით მიმდინარე არეულობაა, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა. ტრამპის ადმინისტრაციამ...

„რუსეთი თავდაჯერებულად ქმნის თავის მომავალს“ – კიმ ჩენ ინი რუსეთს „რუსეთის დღეს“ ულოცავს

„რუსეთის დღისადმი“ მიძღვნილ მილოცვაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ყოველთვის იქნება რუსეთის ფედერაციის გვერდით. მილოცვის ტექსტი კორეის...

კალიფორნიის გუბერნატორი ტრამპს ჯარის უპატივცემლობაში სდებს ბრალს

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ეროვნული გვარდია ლოს-ანჯელესში არეულობის ჩასახშობად...

საქართველოს აშშ-ში ახალი ელჩი და ევროპის საბჭოში ახალი მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება

საქართველოს აშშ-ში ახალი ელჩი და ევროპის საბჭოში ახალი მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე თამარ ტალიაშვილის, ხოლო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციაზე დასანიშნად ხატია წილოსანის კანდიდატურები წარუდგინა. „თამარ ტალიაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სექტორსა და აკადემიურ საქმიანობაში. იგი 2022 წლიდან დღემდე იკავებდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას. იგი ასევე მუშაობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ხოლო 2018-2020 წლებში გახლდათ ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი. თამარ ტალიაშვილი სხვადასხვა დროს გახლდათ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. იგი ასევე მუშაობდა თბილისის საკრებულოში, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე, აგრეთვე გახლდათ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი“, - ნათქვამია სამინისტროს...

ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსი: ძალადობა, რაც ვიხილე, ამაზრზენია – იყვნენ პირები, რომლებიც ჩვენს ოფიცრებს ფოიერვერკებს ესროდნენ, ამან შეიძლება მოგკლათ

ლოს-ანჯელესის პოლიციის ხელმძღვანელმა, ჯიმ მაკდონელმა განაცხადა, რომ ძალადობის დონე ლოს-ანჯელესში, ანტი-საიმიგრაციო საპროტესტო აქციებზე ამაზრზენია. „ძალადობა, რაც ვიხილე, ამაზრზენია. მოვლენები ახლა ესკალაციას...

ფიცო: სლოვაკეთი დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს, თუ ისინი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ნებისმიერ სანქციას, თუ ეს მისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს....

გვერდი 22 - 243 -დან 1 21 22 23 243