ტელეკომპანია სეზონი

მარტი 12, 2025 20:09 საათი

თბილისი

Mar 12 - Wed
Tbilisi, GE
20°C clear sky

CBS News: მინერალების შესახებ შეთანხმების პირობები შეიძლება შეიცვალოს, რადგან ტრამპს ახლა „უკეთესი შეთანხმება“ სურს

უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმების პირობები შეიძლება შეიცვალოს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ახლა „უკეთესი შეთანხმება“ სურს. ამის შესახებ CBS News ინფორმირებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს ნათლად განუცხადა, რომ მზადაა, შეთანხმებას ხელი მოაწეროს, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ შეთანხმება დასრულებული არ არის.

გამოცემა ციტირებს აშშ-ის ფინანსთა მდივანს სკოტ ბესენტს, რომელსაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა შეთანხმება ჯერ კიდევ აქტუალური, რაზეც ოფიციალურმა პირმა უპასუხა – „ჯერ არა“.

„რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, შეთანხმება ჯერ არ არის დასრულებული და მისი პირობები შეიძლება შეიცვალოს, რადგან პრეზიდენტი ტრამპი ახლა „უკეთესი და უფრო მომგებიანი შეთანხმებისკენ“ ისწრაფვის“, – ციტირებს გამოცემა დეტალების მცოდნე პირის სიტყვებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა CBS News-ს განუცხადეს, რომ „სამშაბათის [4 მარტის] საღამოს მდგომარეობით, არ არსებობდა გეგმა ტრამპის, ან მისი მთავარი მრჩევლების მიერ შეთანხმების ხელმოწერისთვის“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის