ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 15:05 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

ჩეჩნეთის პარლამენტმა რამზან კადიროვს „ერის მამის“ წოდება მიანიჭა

ჩეჩნეთის პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და იქ ერის  ლიდერის თანამდებობა დააწესა. „მეხკ და“ ანუ „ერის მამა“ რამზან კადიროვი გახდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„ერის მამის ცნება სრულად გადმოსცემს ჩეჩნეთის ლიდერის როლს როგორც რელიგიის, ხალხის, მისი ინტერესების, კულტურის, ისტორიის ტრადიციების და ადათ-წესების დამცველის როლს“ – დაწერა ტელეგრამში რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა ადამ დელიმხანოვმა. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაჰომედ დაუდოვი იყო.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერის თანამდებობას 2007 წლიდან იკავებს. უფლებადამცველები მას ადამიანის უფლებების არაერთ დარღვევაში ადანაშაულებდნენ. კადიროვის წინააღმდეგ ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების სანქციები მოქმედებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები