ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2025 01:22 საათი

თბილისი

Apr 20 - Sun
Tbilisi, GE
12°C clear sky

ჩეჩნეთში „სამხედრო-პატრიოტული განათლების მისაღებად“ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებიდან 200 „პრობლემური მოზარდი“ ჩავიყვანეთ – კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსებმა „სამხედრო-პატრიოტული განათლებისთვის“ ლუგანსკის და დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან „პრობლემური მოზარდები“ წაიყვანეს. ამის შესახებ კადიროვი ტელეგრამის საკუთარ არხზე იტყობინება.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ჩავიდა 200 „პრობლემური მოზარდი“ რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებიდან, რეგიონში ყოფნის პერიოდში ბავშვებთან პრევენციული სამუშაოები ჩატარდება სამხედრო-პატრიოტული აღზრდის თვალსაზრისით“, – აცხადებს კადიროვი.

კადიროვის თქმით, უკრაინელ ბავშვებს „მრავალფეროვანი პროგრამა“ ელოდებათ, როგორიც არის სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, მასტერკლასები და შეხვედრები ჩეჩნეთის ცნობილ სპორტსმენებთან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის