ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ევროპას თუ სურს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინას დაეხმაროს, ევროპა მკაცრი უნდა იყოს.
მინისტრმა აღნიშნა, ტრამპის შესახებ ერთი რამ არის ცნობილი, რომ ის მკაცრი ადამიანია.
„ამიტომ, თუ ჩვენ, როგორც ევროპას, გვინდა რაღაც დავუმტკიცოთ მას, მკაცრი უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მინისტრი მოუწოდებს დასავლეთს დაელოდონ ტრამპის მთავრობის საბოლოო შემადგენლობას.
მისი თქმით, საჭირო იქნება ტრამპის გუნდის დარწმუნება, რომ ომი ეხება არა მხოლოდ რუსეთს და უკრაინას, არამედ ეს არის გლობალური საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე.
„ახლა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები ებრძვიან უკრაინულ არმიას, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი დაეხმარონ უკრაინას“, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.