ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 17:14 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: NED-ის ნამდვილი სახე ამერიკელებმა გამოააშკარავეს, NED-ი თანამშრომლობს CIA-სა და USAID-თან, რათა მხარი დაუჭიროს ამბოხებულებს სხვა ქვეყნებში იმ რეჟიმების დასამხობად, რომლებიც აშშ-ს არ მოსწონს

„ყოფილმა ფედერალურმა კონგრესმენმა რონ პოლმა ამას წინათ განაცხადა, რომ NED-მა დახარჯა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული უცხოელი პოლიტიკოსებისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პარტიების მხარდასაჭერად, რაც აშკარად არღვევს აშშ-ის შიდა კანონმდებლობას. NED-ი გასცემდა „რბილ ფულს“ უცხო ქვეყნებში არჩევნების დასაფინანსებლად“, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული. ვრცელ სტატიაში, თავად ამერიკელების უარყოფითი შეფასებებს დემოკრატიის ეროვნული ფონდთან (NED) მიმართებით ეთმობა ცალკე თავი – “NED-ის ნამდვილი სახე, რომელიც ამერიკელებმა გამოააშკარავეს”.

ჩინეთის საგარეო უწყების სტატიაში, სხვადასხვა ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსნის მოსაზრების გარდა, მოყვანილია რეპორტიორ სტივენ კინზერის შეხედულება, რომლის თანახმად, NED-ის მისიაა, დაამხოს არამეგობრული უცხო ქვეყნების მთავრობები და ხელისუფლებაში მოიყვანოს რეჟიმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება ამერიკის ინტერესებს.

„ყოფილმა ფედერალურმა კონგრესმენმა ბარნი ფრენკმა მოითხოვა NED-ის დაფინანსების შემცირება 1980-იან წლებში. ის ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის პროფკავშირებისთვის ფულის მიცემა პოლიტიკური მიზნით, ნაცვლად იმისა, რომ დაეფინანსებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან კიბოს კვლევა, არ იყო გონივრული საქციელი.

2006 წლის 29 იანვარს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „აშშ-დან არაერთმნიშვნელოვანმა სიგნალებმახელი შეუწყო ქაოსს ჰაიტიში.“ სტატიაში მოთხრობილია, როგორ დაამხო აშშ-ის მთავრობამ NED-ის მეშვეობით ჰაიტის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა. 2021 წლის სექტემბერში სტივენ კინზერმა(The New York Times-ის ყოფილმა რეპორტიორმა) გამოაქვეყნა სტატიები New York Review of Books-ის ვებსაიტზე, სადაც ნათქვამია, რომ NED-ი თანამშრომლობს CIA-სა და USAID-თან, რათა მხარი დაუჭიროს ამბოხებულებს სხვა ქვეყნებში, იმ რეჟიმების დასამხობად, რომლებიც აშშ-ს არ მოსწონს. სტატიებში ნათქვამია, რომ NED-ის დირექტორთა საბჭოს პირველი წევრები ომების გამღვივებლები იყვნენ, ხოლო საბჭოს ამჟამინდელ წევრებს შორის არიან ყოფილი ფედერალური სენატორები, რომლებიც კუბასა და ნიკარაგუაში რეჟიმის ცვლილების ენთუზიასტები არიან. NED-ის მისიაა, დაამხოს არამეგობრული უცხო ქვეყნების მთავრობები და ხელისუფლებაში მოიყვანოს რეჟიმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება ამერიკის ინტერესებს”, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატიაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები