ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 22, 2025 12:40 საათი

თბილისი

Aug 22 - Fri
Tbilisi, GE
29°C clear sky

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინის კრიზისის გადაწყვეტაში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული

უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკური გზით დარეგულირებისთვის აუცილებელია ყველა მხარის მონაწილეობა, რაც ყოვლისმომცველი უსაფრთხოების კონცეფციასთან არის თანხვედრაში. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა.

ჩინელი დიპლომატი გამოეხმაურა კიევის რეჟიმის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც უარი განაცხადა პეკინის მონაწილეობაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტირების პროცესში.

„ჩინეთი მიიჩნევს, რომ ყველა მხარემ უნდა შეუწყოს ხელი უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებას,“ — ნათქვამია მაო ნინის განცხადებაში.

მისივე თქმით, პეკინის მონაწილეობა შეესაბამება საერთო, ყოვლისმომცველი და მდგრადი უსაფრთხოების კონცეფციას.

მანამდე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩინეთი არ შეიძლება განიხილებოდეს უსაფრთხოების გარანტად, ვინაიდან ქვეყანამ უკრაინას პირდაპირი დახმარება არ აღმოუჩინა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი ადრე დაასახელა ჩინეთი, როგორც ერთ-ერთი შესაძლო გარანტი უკრაინული კონფლიქტის მოგვარებისას. მისი განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფა ყველა მუდმივ წევრს შეუძლია გაეროს უშიშროების საბჭოში — ჩინეთს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის