2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო. 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და „სამოქალაქო მონაწილეობის“ ხელშეწყობისთვის, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NED-ის საქმიანობის შესახებ ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ NED-მა სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებისთვის ათობით მილიონი დოლარი დახარჯა.
„მონაწილეობა უკრაინის “ფერად რევოლუციაში”. 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას $65 მილიონი გამოუყო. 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და „სამოქალაქო მონაწილეობის“ ხელშეწყობისთვის. 2013-2014 წლების ევრომაიდნის მოვლენებისას NED-მა დააფინანსა მასმედიის ინსტიტუტი წამქეზებლური ინფორმაციის გასავრცელებლად.
NED-მა ასევე დახარჯა ათობით მილიონი დოლარი ისეთი სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებისთვის, როგორიცაა Facebook, X (ყოფილი Twitter) და Instagram, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ეთნიკური დაძაბულობის გასაძლიერებლად და აღმოსავლეთ უკრაინაში ეთნიკური ანტაგონიზმის გასაღვივებლად“, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.