ჩინეთმა ტაივანის სრუტეში, „მკაცრი გაფრთხილების“ მიზნით, სამხედრო წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მანამდე, პეკინის მუქარის მიუხედავად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკართი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა.
„წვრთნები, სახელწოდებით ერთიანი ბასრი ხმალი, მოიცავს საბრძოლო მზადყოფნას პატრულირებას და წვრთნებს ტაივანის სრუტეში და მის გარშემო, ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით, ზღვასა და საჰაერო სივრცეში“, – განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ში იმ.
ტაივანის ინფორმაციით, სწავლებაში, სულ მცირე, რვა სამხედრო ხომალდი და 42 თვითმფრინავი მონაწილეობს. ისინი მედიანური ხაზის გასწვრივ გადაადგილდებიან. სამდღიანი სწავლება ორშაბათს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მოიაზრებს.