ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 13, 2025 17:08 საათი

თბილისი

Apr 13 - Sun
Tbilisi, GE
15°C overcast clouds

ჩინეთმა, შესაძლოა, ომი დაიწყოს ტაივანის წინააღმდეგ – ვენდი შერმანი

აშშ აღიარებს, რომ ჩინეთმა შესაძლოა, ომი დაიწყოს ტაივანის წინააღმდეგ და იღებს ზომებს ომის დაწყების თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ ვენდი შერმანმა განაცხადა.

„ომი ჩინეთსა და ტაივანს შორის პოტენციურად შესაძლებელია. ეს შეიძლება მოხდეს, რადგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს, ახლა აქვს აბსოლუტური კონტროლი ჩინეთზე“, – განაცხადა დიპლომატმა.

შერმანმა, ასევე, გაიხსენა ჩინეთის ლიდერის სიტყვები, რომელმაც ისაუბრა ტაივანის ჩინეთთან მშვიდობიანი გზით გაერთიანების განზრახვაზე, მაგრამ ამავე დროს ცხადყო, რომ გამოიყენებდა ძალას, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ამის [ომის] შეკავებისკენ, ჩინეთის დარწმუნებისკენ, რომ არ წავიდეს ამ მიმართულებით და, ასევე, მხარი დავუჭიროთ ტაივანს, რათა მას ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის საშუალებები“, – დასძინა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის