ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 25, 2025 12:33 საათი

თბილისი

Jul 25 - Fri
Tbilisi, GE
26°C clear sky

ჩინეთთან ურთიერთობების დაბალანსებაა საჭირო, რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეალური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა – ფონ დენ ლაინი

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩინეთ-ევროკავშირის მორიგი სამიტი იმართება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირის მხრიდან სამიტში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, ანტონიუ კოშტა მონაწილეობენ. მათ პირველი შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან, ლი ციანთან გამართეს.

ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან გამართული შეხვედრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში გარდამტეხი მომენტია. ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ბრიუსელსა და პეკინს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად გაიზარდა დისბალანსიც.

ამასთან ერთად, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების დაბალანსებაა საჭირო, რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეალური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ჩინეთის ლიდერმა კი ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩინური კომპანიებისთვის დაწესებული სანქციების გამო გააკრიტიკა და ბრიუსელსა და პეკინს შორის არსებული უთანხმოებების მოგვარებისკენ მოუწოდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის