ჩრდილოეთ კორეამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას ეხება. საუბარია მის გამოყენებაზე „საფრთხის შემთხვევაში“. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემა წერს, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის ბირთვული პოლიტიკა „შეუქცევადი“ ხდება.
მეტი კანონის შესახებ
კანონში ნათქვამია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება გათვალისწინებულია შემდეგ შემთხვევებში
✔️ ჩრდილოეთ კორეის საფრთხეები
✔️ თავდასხმები ხელმძღვანელობაზე
✔️ ომის მოგების მცდელობები
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენმა ინმა კანონის მიღების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მისი ქვეყანა არასოდეს დათმობს ბირთვულ იარაღს.