ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ უარყო ირანის მონაწილეობა ჰამასის მიერ შაბათს განხორციელებულ სასიკვდილო თავდასხმებში.
მისი თქმით, ის მიესალმება ისრაელის თავდაცვისა და დაზვერვის სამსახურების „გამოუსწორებელ მარცხს“ და ასევე მათ, ვინც ისრაელზე თავდასხმა დაგეგმა.
„ჩვენ ხელებს ვუკოცნით მათ, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმას დაგეგმა“, – აცხადებს ირანის ლიდერი.
შეგახსენებთ, ცნობილია, რომ ირანი აფინანსებს ჰამასს და აწვდის იარაღს ბოევიკებს.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.