ბუჩაში განვითარებულ ხოცვა-ჟლეტას, რომელი რუსულმა მხარე მოაწყო, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე დმიტრი პესკოვი უარყოფს. მისი თქმით, ფაქტები და მოვლენების ქრონოლოგიური თანმიმდევრობაც ამაზე მეტყველებს.
„ფაქტები და მოვლენების კალენდარული თანმიმდევრობა, ასევე, არ მეტყველებს ამ განცხადებების სანდოობაზე. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ბრალდებებს. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ თემა მაქსიმალურად მაღალ დონეზე უნდა განიხილებოდეს. ჩვენი დიპლომატები გააგრძელებენ აქტიურ ძალისხმევას, რათა ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში გადაიტანონ“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბუჩაში რუსული დანაშაულების შესახებ ინფორმაცია სერიოზულად უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოქვეყნებულ ვიდეოებს, მისი თქმით, ფალსიფიკაციის ნიშნები აქვს.