„ჩვენი ეკონომიკა ყველასთვის უნდა იყოს ღია, მტრებისა და არამეგობრული ქვეყნების გარდა. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil. Info ავრცელებს.
მისი თქმით, ან საკითხის პოლიტიზება არ უნდა ხდებოდეს. სოხუმის რაიონის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე ბჟანიამ განაცხადა, რომ ეკონომიკურ საკითხებში მოსახლეობასთან კონსულტაცია ჩატარდება და მისთვის მომგებიანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
ბჟანიამ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ სოხუმში არსებობს შენობები, რომელთა აღდგენა 30 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში სატრანსპორტო დარგის აღდგენა ტურისტული ნაკადის გაზრდის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.