არავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას არ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სანქციები დაბლოკეს კონკრეტულმა ქვეყნებმა და აქედან გამომდინარე, რეალური არ არის სანქციების დაწესება.
„ეს აბსურდის თეატრი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება ამ აბსურდის თეატრს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით. ჩვენ ბოლომდე, როგორც დღემდე ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე განვაგრძობთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეროვნული ინტერესების დაცვას. არავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას არ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.