უკრაინა – ბელორუსის საზღვარზე ბელორუსის სამხედრო ნაწილებისა და სამხედრო ტექნიკის სრულმასშტაბიანი გადაადგილება შეინიშნება. ეს ქმედება “კონტრტერორისტულ საფრთხეზე” მიუთითებს – განაცხადეს CNN-ის ჟურნალისტებმა.
როგორც ცოტა ხნის წინ, ბელორუსის სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი პანტუსმა განაცხადა, მათ დაიწყეს საზღვრებისა და სხვა ობიექტების უპილოტო საფრენი დრონებით აღჭურვა. მისივე თქმით, საკუთრივ საზღვრების გარდა, ასეთი იარაღით მომარაგდება სამოქალაქო, სამხედრო და სტრატეგიული ობიექტები.