ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 31, 2025 13:14 საათი

თბილისი

Jan 31 - Fri
Tbilisi, GE
7°C clear sky

Coca-cola-ში დაფიქსირებული ქლორატის მაღალი შემცველობის გამო კომპანიამ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან პროდუქცია გაიწვია

კომპანია Coca-Cola-მ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან პროდუქცია უკან გაიწვია, რადგანაც მასში ქლორატის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროდუქცია ბელგიიდან, ლუქსემბურგიდან და ნიდერლანდებიდან გაიწვია.

Coca-Cola-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხმარებლისთვის ზიანის ალბათობა მინიმალურია, მაგრამ, ამის მიუხედავად, გაზიანი სასმელების კომპანიამ აღნიშნული პარტიის უკან გაწვევა გადაწყვიტა. ასევე კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლებისგან ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით საჩივრები არ შესულა.

„აუცილებელია დავფიქრდეთ, გვსურს თუ არა საკვებად გამოვიყენოთ ისეთი უალკოჰოლო სასმელები, რომლებიც შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ფოიერვერკებში და სადეზინფექციო საშუალებებში გამოიყენება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის დიეტელოგმა კერონ გრეზეტმა.

Coca-Cola-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება კომპანიის პრიორიტეტია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის