ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 20, 2024 00:02 საათი

თბილისი

აპრ 20 - შაბ
Tbilisi, GE
18°C clear sky

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ნენსი პელოსის მეუღლეს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა – Reuters

დააკავეს კაცი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლეს თავს დაესხა. მან პელოსის ქმარს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა და ყვიროდა „სად არის ნენსი?“

პოლიციას არ დაუსახელებია, თუ რა იყო 82 წლის პოლ პელოსზე თავდასხმის მოტივი. პოლ პელოსს თავის ქალა და მარჯვენა ხელი დაუზიანდა. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ექიმების თქმით, მის სრულად გამოჯანმრთელებას ელიან. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დელავერში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავდასხმა, როგორც ჩანს, „ნენსისთვის იყო გამიზნული“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები