ტელეკომპანია სეზონი

იანვარი 14, 2025 20:02 საათი

თბილისი

Jan 14 - Tue
Tbilisi, GE
9°C clear sky

დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის მაგიდაზე იქნება ე.წ. საქაღალდე საქართველოს შესახებ და ის და მისი თანამშრომლები მაქსიმალურად შეეცდებიან ამ ბზარების აღმოფხვრას ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში

„ჩვენ არ უნდა ავწიოთ თამასა იმ დონეზე, რომ ტრამპი 20 იანვარს შევა ოვალურ კაბინეტში და იმ წუთში დაიწყებს საქართველოზე ფიქრს და მსჯელობას. მას ძალიან ბევრი საქმე ხვდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. იგივე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, მშვიდობის დამყარება. შიდა საქმეები არის ძალიან ბევრი გადასაწყვეტი. ის პირდაპირ ბრძოლას უცხადებს ტრანსგენდერებს, არა მარტო ქვეყანაში, არამედ შეიარაღებულ ძალებში მათ სამსახურს და ა.შ. უამრავი საქმე ხვდება მას მითუმეტეს ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, ვინაიდან მათ შეძლეს, რომ უამრავი პრობლემები დაეხვედრებინათ მაგიდაზე“, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედთან“ საუბრისას.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპს მაგიდაზე, პრობლემებით სავსე უამრავი საქაღალდე დახვდება, აშშ-ს პრეზიდენტი იზრუნებს იმაზეც, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რომელსაც ეს ორი ქვეყანა იმსახურებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მის მაგიდაზე იქნება ე.წ. საქაღალდე საქართველოს შესახებ. საქართველო არის ამ შემთხვევაში, როგორ სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი გასაღები და მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი და ასევე ხიდი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აქედან გამომდინარე ტრამპს ინფორმაციაც ექნება. მისი ე.წ. სტაფი ამ ინფორმაციას საკმაოდ ობიექტურად მიაწვდის და ამ ობიექტურობაში ყველაზე მთავარი ის არის თუ რამ გამოიწვია საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობას შორის იმ ბზარების გაჩენა, რასაც ვხედავთ. დამერწმუნეთ, რომ ტრამპიც და მისი თანამშრომლებიც, მაქსიმალურად შეეცდებიან ამ ბზარების აღმოფხვრას და აღმოფხვრას ისეთ დონეზე, რომ ქართული და ამერიკული ურთიერთობები დალაგდეს ისეთ დონეზე, როგორიც ეკადრება ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიას“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის