რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების „შეკავებას“ ცდილობს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის დასასრულზე პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ლავროვმა შეერთებული შტატები რეგიონში მისი ქმედებების გამო გაკიცხა, რომელსაც რუსეთიც და დასავლეთიც პოტენციურ სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ბრძოლის ველად მიიჩნევენ.
„ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ნატოს მოკავშირეები ცდილობენ, რომ ეს სივრცე აითვისონ. ჯო ბაიდენის ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგია მოიცავს ამ რეგიონის მილიტარიზაციას, რაც რეგიონში ჩინეთისა და რუსეთის ინტერესების შეკავებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ლავროვმა.