ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 02:13 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
16°C clear sky

დასავლეთმა ფსევდოღირებულებები ჩანერგა უკრაინაში და ამ ტერიტორიაზე ანტირუსეთი შეიქმნა – პუტინი

რუსეთის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაში კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინაში ფსევდოღირებულებები შემოიტანა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

კრემლის ლიდერის განცხადებით, დასავლეთი ცდილობდა ჩარეულიყო რუსეთის ფედერაციის საქმეებში, ისევე როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით გააკეთა.

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ გარე ძალების საშინაო საქმეებში ჩარევას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ დაუშვებს.

ამასთან, პუტინმა დასავლეთი მილიონობით უკრაინელის გონებაში ფსევდოღირებულებების ჩანერგვაში დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ, უკრაინაში შესაძლებელი გახდა მილიონობით ადამიანის გონებაში ასეთი ფსევდოღირებულებების ჩანერგვა, რამაც გამოიწვია ის, რომ ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ანტირუსეთი, რომელიც თესავს სიძულვილს“, – აცხადებს პუტინი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები