ტელეკომპანია სეზონი

მარტი 29, 2024 13:43 საათი

თბილისი

მარ 29 - პარ
Tbilisi, GE
16°C few clouds

დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვას განაგრძობს

დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის პროცესს განაგრძობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში, 53 ბინაა შესყიდული.

„მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია უსახლკაროთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. 53 ბინა არის შეძენილი და ხდება ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. უსახლკაროს სტატუსი, დაახლოებით, 400-მდე ოჯახს აქვს. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრებელი ფართის გარეშე არ დარჩება.

ყველას გვერდით დავუდგებით და მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა ასეთი ოჯახი ბინებით იქნება დაკმაყოფილებული. ვისაც სტატუსი ჯერ არ აქვს, უნდა მიმართოთ შესაბამის უწყებას, რომელიც აგიხსნით, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერია წლის ბოლომდე უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის დამატებით, სამი ბინის შესყიდვას გეგმავს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები