ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 00:49 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
10°C overcast clouds

დღეს კიდევ უფრო დავინახე ფსიქოლოგიურად, დავინახე ფიზიკურად, რომ შემიძლია გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა გურული

დღეს კიდევ უფრო დავინახე ფსიქოლოგიურად, დავინახე ფიზიკურად, რომ შემიძლია გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი, – განაცხადა მოკრივე ლაშა გურულმა ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრად საუბრისას.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით კმაყოფილია.

„ტრავმირებული ხელით ვემზადებოდი ერთი წელი, ერთი ხელით მოვემზადე. ჩათვალეთ, ნახევარი სხეული არ მქონდა და მეორე ნახევრით მივედი მესამე ადგილამდე. დღეს კიდევ უფრო დავინახე ფსიქოლოგიურად, დავინახე ფიზიკურად, რომ შემიძლია გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი.

ამ 4 წლის განმავლობაში გადავალ პროფესიონალურ კრივში. იქაც შევქმნი ჩემს კარიერას და პარალელურად, მონაწილეობას მივიღებ, სავარაუდოდ, მხოლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. ჩემი მთავარი მიზანი ისევ იქნება, რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. ამ გადმოსახედიდან, ასე მგონია, საბოლოო ჯამში ისევ ოლიმპიურ თამაშებს დავუმიზნებ“, – აღნიშნა ლაშა გურულმა.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. 2008 წლის შემდეგ ქვეყანამ პირველად მოიპოვა სამი ოქროს მედალი. ამასთან, მედლების საერთო ჩათვლაში, ისტორიაში პირველად 24-ე ადგილი დაიკავა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე