ტელეკომპანია სეზონი

აგვისტო 18, 2025 08:40 საათი

თბილისი

Aug 18 - Mon
Tbilisi, GE
22°C broken clouds

დღეს სასამართლო სისტემა ბევრად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია – არჩილ თალაკვაძე

დღეს სასამართლო სისტემა არის ბევრად, შეუდარებლად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ეს ყველა მონაცემებში ჩანს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ჩანს როგორც საერთაშორისო ინდიკატორებში, ასევე მიმდინარე სტატისტიკაში, სადაც არის ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მოგებულ დავებში და სადაც ყველა რეზონანსულ და მაღალი ინტერესის საქმეზე ჩვენი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა. იცით, არაერთი ასეთი საქმე, რომლის გამოც სასამართლოს წლების განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ, მაგრამ შემდეგ არცერთ ოპონენტს ბოდიში არ მოუხდია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის